დღეისათვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 22.5%

საქართველო, თბილისი - 12:13 | 15.09.2021
ნანახია: 497

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 22.5%-ი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%-ი.

სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%-ი.

14 სექტემბერს აიცრა 24 941 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე