დღევანდელმა დღემ ძალიან შემაშფოთა, იმედი მქონდა, ინფიცირებულთა კლება იქნებოდა - მარინა ენდელაძე

საქართველო, თბილისი - 11:39 | 15.09.2021
ნანახია: 589

თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა დღევანდელმა რაოდენობამ შეაშფოთა, რადგან მაჩვენებლის კლებას ელოდა. ამის შესახებ ენდელაძემ "ქრონიკას" განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა, მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ჯერ კიდევ მეოთხე ტალღის გაგრძელებაა.

"დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა. ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა - ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა", - თქვა ენდელაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა.








არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე