ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა ეს ჩვენ თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 14:43 | 13.09.2021
ნანახია: 601

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, თუმცა, კვლავ აუცილებელია  რეკომენდაციების დაცვ და ვაქცინაცია.

„სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი მიდის დამშვიდებისკენ. ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას გაუმჯობესებისკენ. ეს ჩვენ თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაც დაწესებულია, ასევე უნდა ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე