საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 21.2%

საქართველო, თბილისი - 13:26 | 13.09.2021
ნანახია: 716

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 21.2%-ი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 902 457 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.6%-ი.

სრულად ვაქცინირებულია 605 529 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 21.2%-ი.

12 სექტემბერს აიცრა 14 703 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე