საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 19:31 | 12.09.2021
ნანახია: 483

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარება  მკაცრად გაკონტროლდება.

"ხვალიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რეგულაციებს რაც შეეხება, პირბადის ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ თუ მგზავრს პირბადე არ აქვს, ავტობუსში არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება, ასევე იქნება მიკროავტობუსსა და მეტროში. მაქსიმალურად მივაწვდით იმ ადამიანებს პირბადეებს და მოწოდებები იქნება, რომ პირბადეებით მგზავრობა იყოს შესაძლებელი,"- განაცხადა მერმა.

ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ხვალიდან განახლდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე