კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა "ევროპული საქართველოს" საჩივარი "იმედის" წინააღმდეგ

საქართველო, თბილისი - 16:24 | 12.09.2021
ნანახია: 550

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმ კომისიამ დააკმაყოფილა პარტია „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

საჩივარი შეეხებოდა „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც „ტელეიმედმა“ ეთერში არ განათავსა და მიზეზად ვიდეორგოლში გამოყენებული „სიძულვილის ენა“ დაასახელა.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ შეისწავლა ვიდეორგოლი და დაადგინა, რომ პოლიტიკური რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებს. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ევროპული საქართველოს“ საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე