საპატრიარქო გადაიქცა ბიზნესკორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით - შალვა ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:56 | 12.09.2021
ნანახია: 523

საპატრიარქო გადაიქცა ბიზნესკორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

ნათელაშვილის განცხადებით, ზოგიერთმა მეუფემ დაკარგა კავშირი ღმერთთან, რასაც მოჰყვა ლექსოს ლაშქარავას სიკვდილი და მთელი ეს უბედურება.

"საპატრიარქოს გარკვეულ წრეებს ვურჩევ, თავის რიგებში მიხედონ უმცირესობის წარმომადგენლებს. თავის რიგებში რა გაგებით, იმ გაგებით, რომ ნუ ამბობენ ერთს და ნუ გვესმის იქიდან სხვა რაღაცები. და საერთოდ საპატრიარქო, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიტყვით, თუ გინდათ ჯოჯოხეთში მოვხვდე ამის გამო, გადაიქცა ბიზნეს კორპორაციად, რომელიც ვაჭრობს ღმერთით. ყველას არ ეხება ეს, მაგრამ მთელი რიგი მეუფეები ხომ ხედავთ რისი გამკეთებლები არიან და რა ძალადობის წამქეზებლები არიან და როგორ დაკარგეს კავშირი ღმერთთან, სიყვარულთან... ამ ყველაფერს მოჰყვა ლექსოს სიკვდილი და ეს უბედურება", - თქვა ნათელაშვილმა.
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე