ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმრო „სანაპიროში“ შეყვანის დროს გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:29 | 10.09.2021
ნანახია: 563

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი სასტუმრო „სანაპიროში“ შეყვანის დროს გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.

პაციენტს კოვიდსასტუმროში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე