ქვევრის ღვინო საფრანგეთის ხუთ ქალაქში იყო წარდგენილი
საქართველო, თბილისი - 11:41 | 05.02.2016 ნანახია: 1890ქართული ქვევრის ღვინო მიმდინარე კვირაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პარიზში, ბლუაში, ანჟეში, სომურსა და ორლეანში სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარდგენილი. ღვინის პროფესიონალებს, მოყვარულებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი მწარმოებლების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“, „მეღვინეობა ნიკი ანთაძე“, „ნათენაძის ღვინის მარანი“ და „მარიამ იოსებიძის ღვინო“.
ქალაქ სომურში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენას ‘’La Dive Boutteille”, სადაც ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. გამოფენა ტრადიციულად ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის „Ackerman” ისტორიული გვირაბში ჩატარდა. ორდღიან გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა.
საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველო სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა.
„საფრანგეთში ქართული ღვინის წარდგენა მსოფლიო მასშტაბის აღიარებაა. აღნიშნულ ღონისძიებებზე ქართულ ღვინოს არა მარტო ფრანგები, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეცნობიან, ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ქართული ღვინის პრომოცია და წარმოდგენილი ვიყოთ ყველა მსგავს ღონისძიებაზე. შედეგები უკვე სახეზე გვაქვს, რადგან სულ უფრო მეტი და მეტი ფრანგი საუბრობს, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო“ - აღნიშნა ეკატერინე სირაძე-დელონემ.
თავის მხრივ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის იმიჯისთვის ქვევრის ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
„აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ქვევრის ღვინოები, რომელზეც უფრო და უფრო მეტს საუბრობენ საფრანგეთში. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობილი გახდეს ამ უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ბაზარზე. საფრანგეთში ღვინის წარდგენით ქართული ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. ქართული ღვინო მომავალშიც იქნება წარმოდგენილი ნატურალისტი მეღვინეების გამოფენებზე, რაშიც ქვევრის ღვინის მწარმოებლებს ღვინის ეროვნული სააგენტოც დაეხმარება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
ქვევრის ღვინის მწარმოებლები ასევე მონაწილეობდნენ ამავე პერიოდში ქალაქ ანჟეში ჩატარებულ ბუნებივი ღვინოების გამოფენაში „Les Penitentes“. აღნიშნულ გამოფენებზე ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.
ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენებზე გასულ წლებშიც მონაწილეობენ. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ანჟესა და სომურის ტრადიციულმა გამოფენებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა, რამაც შესაბამისად ღვინის ექსპორტის ზრდა გამოიწვია.
‘’La Dive Boutteille” და „Les Penitentes” საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, სხვადასხვა ქვეყნის ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან.
გამოფენებთან ერთად ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა პარიზში, ბლუასა და ორლეანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. დეგუსტაციას უძღვებოდნენ ფრანგი სომელიე სებასტიან შატილონი და ფრანგი მეღვინე ტიერი პუზელატი. ქვევრის ღვინომ ადგილობრივი ღვინის იმპორტიორების, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლების, ასევე ღვინის მოყვარულების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
მსგავს გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობით იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარიზაცია, რაც შესაბამისად ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების ზრდას იწვევს.
მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია, 2015 წელს საქართველოდან 38 ათასი ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, რაც 190%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















