საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 536 394 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 18.8%

საქართველო, თბილისი - 14:07 | 09.09.2021
ნანახია: 542

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 18.8%-ი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 405 877 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 869 483 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.4%-ი.

სრულად ვაქცინირებულია 536 394 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 18.8%-ი.

8 სექტემბერს აიცრა 24 670 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე