ნიუ-იორკში ცნობილ ცათამბჯენს უპილოტო თვითმფრინავი შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:23 | 05.02.2016
ნანახია: 2042

მცირე ზომის უპილოტო თვითმფრინავი ნიუ-იორკში ცნობილ ცათამბჯენს ”ემპაირ სტეიტ ბილდინგს” შეეჯახა.

პოლიციელებმა უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატორი დააკავეს. ის თვითმფრინავის მეშვეობით ფოტოსურათების გადაღებას ცდილობდა, მაგრამ მოულოდნელად მასზე კონტროლი დაკარგა.

საფრენი აპარატი 102-სართულიანი შენობის მე-40 სართულს შეეჯახა და 35-ე სართულის მოედანზე დაეცა.

ოპერატორმა შენობის დაცვას საფრენი აპარატის დაბრუნების თხოვნით მიმართა, მაგრამ მათ პოლიცია გამოიძახეს.

ცათამბჯენი სიმაღლის მიხედვით ნიუ-იორკის შენობებს შორის მესამე ადგილზეა, ქვეყანაში კი მეხუთეზე.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე