"სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა 11 სექტემბერს შემოვა

საქართველო, თბილისი - 12:07 | 08.09.2021
ნანახია: 987

"სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა 11 სექტემბერს შემოვა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათიდან კვლავ განახლდება "სინოფარმზე" რეგისტრაცია.

"სასიხარულო ამბავი გვაქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ირჩევენ "სინოფარმს", მადლობა წითელ ჯვარს, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა "სინოფარმს" შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცეს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია და ჩვენ კვლავ ვრჩებით ფართო ასორტიმეტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში", - განაცხადა ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე