ოქტომბრის დასაწყისიდან საკლასო ოთახებში სწავლა დაახლოებით 330 სკოლაში აღდგება

საქართველო, თბილისი - 16:00 | 07.09.2021
ნანახია: 545

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან საკლასო ოთახებში სწავლა საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 330 სკოლაში განახლდება.

გამყრელიძე ამბობს რომ, ამ სკოლებში საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

„აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და უკვე გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა დაახლოებით 330-332 სკოლაში. ასე არის დათვლილი მაღალმთიან და სოფლის სკოლებში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. წინასწარ მონაცემებს გეტყვით, რომ ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, თუ რამდენ ადამიანს, სკოლის მოწაფეს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენ მასწავლებელს ჰქონდა გადატანილი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ 330-332 სკოლაში აუცილებლად სწავლა აღდგეს, რადგანაც იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი", - თქვა გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე