ვაქცინაციის ტემპის ზრდის პირობებში შესაძლებელია 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს

საქართველო, თბილისი - 14:37 | 07.09.2021
ნანახია: 572

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

“ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, - აცხადებს გაბუნია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე