ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარიის გათამაშება იწყება

საქართველო, თბილისი - 13:52 | 07.09.2021
ნანახია: 630

რამდენიმე დღეში, ვაქცინირებულ ადამიანებზე ლატარიის გათამაშება იწყება. პროგრამის სრული ბიუჯეტი 2 მლნ 800 ათასი ლარია. ლატარიის გათამაშება ყოველდღიურად მოხდება.

„ორშაბათიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარეა დაიწყება“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია, ყოველდღიურად, გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის.

„ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 ათას ლარს შეადგენს. ლატარეა, ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე გათამაშდება. იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე