საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 17.1%, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:18 | 07.09.2021
ნანახია: 481

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 17.1%-ი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 7 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 850 868 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 29.8%-ი. სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.1%-ი. 6 სექტემბერს აიცრა 24 262 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე