საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 07.09.2021
ნანახია: 445

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 917-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 1 965 პირს, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე