ქრთამის აღების ფაქტზე “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:26 | 05.02.2016
ნანახია: 1806

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.

საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე