პირველ დოზებზე, სამწუხაროდ, დაჯავშნის კლების ტენდენციაა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:15 | 06.09.2021
ნანახია: 599

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებზე ჯავშნის რაოდენობა იკლებს. მისივე თქმით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა და აუცილებელია მოსახლეობის გააქტიურება.  

"ჩვენი ტიპის განვითარების არცერთ ქვეყანას ამდენი ფაიზერი არ ჰქონია, რაც ჩვენ გვაქვს. 1.5 მლნ დოზა მოიპოცა ქვეყანამ, ნახევარი მილიონით აშშ დაეხმარა, მილიონი იყიდა. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას. ხომ იყო მოთხოვნა - ფაიზერი, ფაიზერი, ფაიზერი... ახლა სექტემბერში შემოვედით დაახლოებით მილიონი დოზა ფაიზერით, ნახევარი მილიონი გახარჯულია უკვე, საიდანაც 700 000 არის თავისუფალი დოზა, 300 000 დაჯავშნილი დოზაა მეორე დოზებზე და პრიველ დოზებზე ცოტა. ყოველდღე ამას ვეუბნებით მოსახლეობას - დაჯავშნეთ, დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე, სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის კლების", - თქვა გამყრელიძემ  პალიტრას ეთერში.
.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე