აფრენის შემდეგ შასი არ დაიხურა. სავსე ავზით შეუძლებელია თვითმფრინავის დაშვება, 6 ტონა დაწვა და უსაფრთხოდ დაფრინდა - რომან ბოკერია
საქართველო, თბილისი - 20:51 | 05.09.2021 ნანახია: 755
"საქართველოს ავიახაზების" გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, თბილისი-ვენის მიმართულებით რეისის განხორციელების დროს, აფრენისას შასი არ დაიხურა, რის გამოც პილოტმა დებულების შესაბამისად მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აერპორტში.
მისი თქმით, ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი განხორციელდება.
"რეისი თბილისი-ვენა დღეს ხორციელდებოდა ჩვეულებრივ, მაგრამ აფრენის შემდეგ საბორტო კომპიუტერმა პილოტებს მისცა სიგნალი, რომ შასი არ დაიხურა. შესაბამისად, პილოტმა წესისა და კანონის, ჩვენი დებულების შესაბამისად, მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახა ჯგუფი, შეეფასებინა ხარვეზი, გამოესწორებინა ხარვეზი და შემდგომ შეფასების შემდეგ განეხორციელებინა ეს რეისი. იქედან გამომდინარე, რომ ბორტი იყო სავსე საავიაციო საწვავით, საჭირო იყო ამ საწვავის დაწვა, რადგან სავსე ავზით შეუძლებელია თვითმფრინავის დაშვება, ექვსი ტონა დაწვა, მეთაურმა მაღალპროფესიონალურად განახორციელა თვითმფრინავის დაშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყველანაირი რეგულაციების დაცით. ყველა მგზავრი არის უსაფრთხოდ, ისინი გადაყვანილი არიან მოსაცდელ ტერმინალში, განხორციელდა თვითმფრინავის შემოწმება, ხარვეზი იყო ძალიან უმნიშვნელო. არ დაიხურა საში, ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და რეისი თბილისი-ვენა განხორციელდება“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















