"საქართველოს ავიახაზების" თვითმფრინავი, რომელსაც ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა

საქართველო, თბილისი - 18:58 | 05.09.2021
ნანახია: 550

„საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაფრინდა.

თვითმფრინავს თბილისი-ვენის რეისი უნდა შეესრულებინა, თუმცა ტექნიკური პრობლემის გამო, თბილისი ცაზე დაფრინავდა და კვლავ თბილისის აეროპორტში დაფრენას ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ შასის დახურვა ვერ მოხერხდა, რის გამოც თვითმფრინავი თითქმის ორი საათის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა, რათა საწვავი დაეცალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე