ამას მედიას ვერ დავარქმევდი, უხერხულია, რასაც აკეთებთ - კალაძე ჟურნალისტებს

საქართველო, თბილისი - 17:37 | 05.09.2021
ნანახია: 503

გვყავს კრიტიკული მედია?... არ ვიცი, მე ამას მედიას ვერ დავარქმევდი, - უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას მიიღებდა თუ არა კრიტიკული მედიის ეთერში დებატებში მონაწილეობას.

"გვყავს კრიტიკული მედია?... არ ვიცი, მე ამას მედიას ვერ დავარქმევდი, ისეთი რაღაცეებით ხართ დაკავებული, ნამდვილად სამწუხაროა ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, სიუჟეტები ცილისმწამებლური, ტალახის სროლა, რაც სიმართლეს არანაირად არ შეეფერება, ამიტომ, ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი, უხერხულია, რასაც აკეთებთ", - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე