მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 220 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 05.09.2021
ნანახია: 502

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 220 289 425-ს მიაღწია. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 651 198-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების რაოდენობის მიხედვით ლიდერთა შორის არიან შეერთებული შტატები, ინდოეთი და ბრაზილია.

მათ შორის პირველ ადგილზეა აშშ, სადავ გამოვლენილია 39,9 მლნ ინფიცირებული, ქვეყანაში კორონავირუსს უკვე 648 118 ​​​ადამიანი ემსხვერპლა.

მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც COVID-19-ის 32,9 მლნ შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 440 ათასს გადააჭარბა.

ბრაზილიაში, რეგისსტრირებულია ვირუსის 20,8 მლნ შემთხვევა. გარდაცვლილია 583 ათასზე მეტი ინფიცირებული.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე