ყვარლის ტყეში ხანძარია, სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი

საქართველო, თბილისი - 12:34 | 04.09.2021
ნანახია: 490

მეორე დღეა, ყვარელში, სახანძრო სამაშველო სამსახური, ჩაგურგურას ხეობაში ტყეში გაჩენილი  ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის ტყეში სავარაუდოდ, სამ ჰექტარ ტერიტორიას უკიდია. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი.

ამის პარალელურად, ხანძრის ზონაში ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას მეხანძრე- მაშველთა ჯგუფები.

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ჩაგურგურას ხეობაში ამ დრომდე უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე