მოვუწოდებდი ყველა კანდიდატს, თავისი აცრის ფოტოებიც ბანერებზე გამოაკრან - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 18:36 | 03.09.2021
ნანახია: 631

ყველა პოლიტიკოსის ბანერს მივაწერდი - ერთად წავიდეთ და ავიცრათ, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვებინარზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

"წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მთავარი სლოგანი უნდა იყოს, რომ ყველა უნდა ავიცრათ. ამაზე გადის ქვეყნის განვითარების გზა, ეკონომიკური განვითარების, ჩვენი თავისუფლების და ეს არის ახლა მთავარი. ყველა პოლიტიკოსის ბანერს მივაწერდი - ერთად წავიდეთ და ავიცრათ და მოვუწოდებდი ყველა კანდიდატს, თავისი აცრის ფოტოებიც ბანერებზე გამოაკრან. [წინასაარჩევნო] შეხვედრები აცრაზე წასვლის მოწოდებით დაიწყონ", - თქვა მან.

3 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 259 391 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28,8%. სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15,3%.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3034​ ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 86 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე