„აღნიშნული მანქანა, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რეგისტრირებული არ არის“ - ნინო გიორგობიანი

საქართველო, თბილისი - 18:53 | 04.02.2016
ნანახია: 5828

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ფოტოები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რეგისტრირებული არ არის.

„აღნიშნული მანქანა, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე რეგისტრირებული. არც აღნიშნული პირები არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და ზოგადად, ჩვენს სამსახურს ამ სერიით მანქანები არ ჰყავს. შესაბამისად, კატეგორიულად უარყოფთ აღნიშნულ ინფორმაციას“, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე