კორონავირუსით გარდაიცვალა 47 წლის ქალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტყუპები გააჩინა

საქართველო, თბილისი - 16:05 | 02.09.2021
ნანახია: 531

თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის მელოგინე გარდაიცვალა. 

ის ჟანგბადზე სრულად იყო დამოკიდებული და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის მელოგინე ჯერ რეანიმაციაში, შემდეგ კი, ერთი კვირის წინ, მექანიკურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს. ის გუშინ, 1-ელ სექტემბერს გარდაიცვალა.

ქალმა 20 აგვისტოს ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" იმშობიარა. ტყუპი ქალ-ვაჟის დაბადების შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას განაგრძობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე