აჭარაში კორონავირუსს 20 წლის გოგო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 02.09.2021
ნანახია: 502

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი საცხოვრებელი სახლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკა “მედცენტრში” 31 აგვისტოს გადაიყვანეს.

მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პაციენტს ჯანრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე