სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 14.3%

საქართველო, თბილისი - 13:48 | 01.09.2021
ნანახია: 508

დღეისათვის საქართველოში COVID-ვაქცინრებულია მოზრდილი მოსახლეობის 14.3%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1-ლი სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 210 746 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 802 083 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.1%.

სრულად ვაქცინირებულია 408 663 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 14.3%.

31 აგვისტოს აიცრა 26 201 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე