2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი

საქართველო, თბილისი - 16:24 | 31.08.2021
ნანახია: 587

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე