მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 31.08.2021
ნანახია: 481

მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღირბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

ღიბრაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრამდე კვლავ შეზღუდული იქნება.

საკოორდინაციო საბჭომ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება 14 აგვისტოდან შეზღუდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე