ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურებამდე, სკოლებში სწავლის დაწყების საკითხი არ გადაწყდება - გაბუნია

საქართველო, თბილისი - 14:32 | 30.08.2021
ნანახია: 499

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურებამდე, სკოლებში სწავლის დაწყების საკითხი არ გადაწყდება.

როგორც გაბუნია განმარტავს, საკლასო ოთახებში სწავლის გასაგრძელებლად ეპიდვითარებასთან ერთად, გასათვალისწინებელია ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობაც.

"ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, პირველ რიგში რა თქმა უნდა, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება, რათა სასკოლო გარემო იყოს უსაფრთცო, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სტატუსი. პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე