29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 30.08.2021
ნანახია: 594

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით 29 362-მა აბიტურიენტმა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების უფლება მიიღო. ეს ამ წელს რეგისტრირებული აბიტურიენტების 76 პროცენტზე მეტია. ინფორმაციას გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის მონაცემებით, სახელმწიფო გრანტი 6,5 ათასმა სტუდენტმა მიიღო, მათგან 4,2 ათასს სწავლა სრულად დაუფინანსდება.

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე