რა არის შარიათის კანონი და როგორ იყენებენ მას ისლამურ სამყაროში
საქართველო, თბილისი - 15:48 | 29.08.2021 ნანახია: 949
ავღანეთში თალიბების დაბრუნებამ კვლავ აქტუალური გახადა შარიათის კანონების საკითხი, რომელსაც მოძრაობა „თალიბანი“ ქვეყანაში აწესებს. თუმცა ავღანეთი არ არის პირველი და უკანასკნელი ქვეყანა, სადაც ამ კანონებს მისდევენ.
რა არის შარიათი
შარიათი - ეს არის წესებისა და ადათების სისტემა, რომელზეც შენდება ისლამური სამართალი. ის დაფუძნებულია მუსლიმების წმინდა წიგნზე - ყურანზე, ასევე სუნასა და ჰადისზე, ტექსტებზე, სადაც შეკრებილია წინასწარმეტყველ მუჰამედის ბიოგრაფია და გამონათქვამები.
შარიათი - არაბული სიტყვაა, ხშირად ითარგმნება, როგორც „სწორი გზა“, ან „გზა წყლისკენ“, რაც არაბეთის უდაბნოში ცხოვრების კონტექსტში შესაძლოა ნიშნავდეს ღვითისმოსავ, მართალ გზას. შესაძლოა, ამიტომ ამ სიტყვას იყენებდნენ, არამხოლოდ მუსლიმები, არამედ არაბი ქრისტიანებიც, ასევე ზოროასტრიელები.
შარიათი არ არის კანონების კრბული. ის წესების კომპლექსია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუსლიმის ცხოვრებას, მათ შორის ლოცვას, მარხვას, მომლოცველობას, ასევე მეზობლებთან და მთელ გარესამყაროსთან ურთიერთობას.
მისი დანიშნულებაა ასწავლოს მუსლიმს თუ როგორ გახადოს ღვთისნიერი თავისი ცხოვრების ყოველი ასპექტი: რწმენა და ქველმოქმედება, ქორწინება და ოჯახური ურთიერთობები, საქმიანი კავშირები და მემკვიდრეობის გამო დაწყებული დავები და ა.შ.
თუ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ წმინდა წერილებზე დაფუძნებით, მუსლიმ სამართლისმცოდნეებს შეუძლიათ გასცენ რეკომენდაცია ან მიიღონ გადაწყვეტილება ცალკეულ თემასა და საკითხზე, რომელიც გამოხატული იქნება რელიგიური ედიქტის - ფატვას სახით.
გლაზგოს უნივერსიტეტის ისლამური კვლევების პროფესორის, მონა სიდიკის თქმით, ყურანის სურები, რომლებშიც არსებობს სამართლის ასპექტები, საკმაოდ მცირერიცხოვანია წმინდა წიგნის საერთო ტექსტთან შედარებით. საქმე იმაშია, რომ მასში ძირითადად განსაზღვრულია მორწმუნეების პირადი ცხოვრება.
„სურები(ყურანის), რომელიც არ არის კანონი, მიუთითებს იმაზე თუ როგორ უნდა მოექცე მეუღლეს, როგორ უნდა გაზარდო შვილები, შვილები როგორ უნდა მოექცნენ მშობლებს. ამიტომ ამ სურების უმეტესობა არ არის კანონი იმ თვალსაზრისით, როგორც ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია სამართალი“, - განმარტავს პროფესორი სიდიკი.
მაგალითად, თუ კოლეგები მუსლიმს მიიწვევენ პაბში მუშაობის შემდეგ, მას შეუძლია რჩევა ჰკითხოს ღვთისმსახურს, რათა მიიღოს რეკომენდაციები მსგავსი შემთხვევებისთვის.
იგივენაირად შარიათი მუსლიმებისთვის განსაზღვრავს ოჯახურს სამართალს, ფინანსურ და საქმიან ურთიერთობებს.
რამდენად ღიაა შარიათი ინტერპრეტაციებისთვის?
არსებობს ისლამური სამართლის ხუთი სხვადასხვა სკოლა. მათ შორის ოთხი - სუნიტური მიმართულებაა: ჰანბალი, მალიკი, შაფი და ჰანაფი, ხოლო ერთი შიიტური - ჯაფარი.
სუნიზმი და შიიზმი ისლამის ორი ყველაზე დიდი განშტოებაა, რომლებიც წარმოიქმნა წინასწარმეტყველ მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ. მის მიმდევრებს შორის აზრი ორად გაიყო - თუ ვის უნდა ეხელმძღვანელა მუსლიმთა თემ - უმასთვის. მსოფლიოში სუნიტები უფრო ბევრნი არიან, ისინი ცხოვრობენ საუდის არაბეთში, პაკისტანში, თურქეთში. შიიტები ძირითადად ცხოვრობენ ირანში, აზერბაიჯანში, ერაყში.
შარიათის სკოლებს შორის განსხვავება ძირითადად მათ მიერ ტექსტებისა და მითითებების ინტერპრეტაციაშია.
ჰანბალი ყველაზე მკაცრად არის მიჩნეული, სწორედ მისი მიმდევრები არიან საუდის არაბეთში, ასევე თალიბები ავღანეთში. ჰანაფი ყველაზე ლიბერალურად არის აღიარებული. ის დომინირებს ეგვიპტეში, პაკისტანსა და თურქეთში.
„შარიათის კანონი ალაჰის სიტყვაა, მაგრამ მას ადგენს ხალხი. სასჯელი გამოაქვს მოსამართლე - ყადის“, - ამბობს ლონდონის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლის არაბული ენის პროფესორი ჰიუ კენედი. ის ამბობს, რომ ყადი მოქმედებს თავისი ინტერპრეტაციისა და კანონის მისეული გაგების ფარგლებში.
„შარიათი მოითხოვს სიკეთის კეთებას და კრძალავს ბოროტებას. ეს შესაძლოა თავსებადი იყოს ან არა დემოკრატიულ სამართალთან პოლიტიკური მოძრაობის ინტერპრეტაციისგან დამოუკიდებლად“, - ამბობს ინგლისის ექსეტერას უნივერსიტეტის არაბული კვლევების პროფესორი რობერტ გლივი.
თუმცა მადრიდის უნივერსიტეტის არაბისტიკისა და ორიენტალისტიკის დეპარტამენტის დირექტორი გუტიერეს დე ტერანი განმარტავს, რომ არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ზემოქმედებს შარიათის ინტერპრეტაციაზე - ეს არის ტომობრივი წესები.
„შარიათი, რომელსაც იყენებენ თალიბები, დაფუძნებულია პუშტუნების ტომობრივ წესებზე, რომელიც ძალიან პატრიარქალურია, ამიტომაც არის ქალთა მდგომარეობა მძიმე და დამამცირებელი“, - ვარაუდობს დე ტერანი.
ისლამურ სამყაროში ულტრაკონსერვატიული რეჟიმები ხშირად შარიათს თავისი პოლიტიკური ინტერესებისამებრ ირგებენ. მაგალითად, ირანში თეოკრატიულმა რეჟიმმა, რომელიც ხელისუფლებაში 1979 წელს ისლამური რევოლუციის შემდეგ მოვიდა, განზრახ შეცვალა შარიათის წესები თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით, 13 წლამდე დასწია გოგონების ქორწინების ასაკი, აუკრძალა მათ უნივესიტეტებში სწვალა და აიძულა ჰიჯაბების ტარება.
როგორია სასჯელი?
შარიათის კანონი დანაშაულებს ყოფს ორ ძირითად კატეგორიად: "ჰადის" დანაშაულები, რომლებიც არის მძიმე დანაშაულები განსაზღვრული ჯარიმებით და "თაზირის" დანაშაულები, სადაც სასჯელი მოსამართლის შეხედულებისამებრ განისაზღვრება.
"ჰადის" დანაშაულები მოიცავს ქურდობას, რომელიც შეიძლება ხელის ამპუტაციით დაისაჯოს და მრუშობას, რომელიც შესაძლოა ჩაქოლვით დაისაჯოს. ზოგიერთი ისლამური ორგანიზაციის მტკიცებით, ჰადით გათვალისწინებული სასჯელის გამოყენებისას უნდა არსებობდეს მტკიცების მაღალი ტვირთი.
შარიათის კანონის სახელით სასჯელის აღსრულების ინტერპრეტაციები ხშირად გამხდარა ცხარე კამათის საგანი თავად ისლამის სწავლულებს შორისაც.
ყველა ისლამური ქვეყანა არ იღებს და არ აღასრულებს ასეთ მკაცრ სასჯელებს დანაშაულის ჩადენისთვის. სხვადასხვა გამოკითხვა ცხადჰყოფს, რომ მუსლიმთა დამოკიდებულება ასეთი დანაშაულებისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოყენების მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდება.
შესაძლებელია თუ არა მუსლიმის დასჯა აღმსარებლობის შეცვლისთვის?
განდგომა, ანუ აღმსარებლობის შეცვლა ძალზედ საკამათო საკითხია მუსლიმურ სამყაროში და როგორც ექსპერტები ამბობენ, ისლამის სწავლულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი ისჯება სიკვდილით.
თავად ყურანი კი აცხადებს, რომ რელიგიაში "არავითარი იძულება" არ არსებობს.
რომელ ქვეყნებში აღიარებენ შარიათს?
ბევრ ქვეყანაში - ძირითადად ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში - შარიათი დიდ როლს ასრულებს ოჯახურ სამართალში: განქორწინების საკითხებში, მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ დავებში, მშობლის უფლებებისა და მეურვეობის განსაზღვრაში. მხოლოდ ზოგ ქვეყანაში ის შეტანილია ასევე კრიმინალური კანონმდებლობის სისტემაში. ასეთი ქვეყნებია: პაკისტანი, ავღანეთი, ირანი, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები, ერაყი, იემენი, მავრიტანია, ბრუნეი, სომალი.
BBC - ის მიხედვით
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















