30 აგვისტომდე ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს

საქართველო, თბილისი - 09:52 | 28.08.2021
ნანახია: 534

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39-ს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.
 
29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე