ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო

საქართველო, თბილისი - 19:07 | 27.08.2021
ნანახია: 543

ქობულეთში ზღვაში 23 წლის კაცი დაიხრჩო. სავარაუდოდ, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა დასასვენებლად ქობულეთში კახეთიდან ჩამოვიდა.

შემთხვევა მდინარე კინტრიშის და მდინარე აჭყვას შორის არსებულ პლაჟზე მოხდა. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და სამძებრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე