ვფიქრობ, სწავლა დაიწყება დისტანციურად - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 17:09 | 27.08.2021
ნანახია: 574

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, - აცხადებს დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ ვიდრე დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ,

"ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.

მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა გამყრელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე