სექტემბერში მილიონი აცრა თუ ჩავატარეთ, სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 13:03 | 27.08.2021
ნანახია: 634

თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

მისი განმარტებით, სექტემბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი თვე.

"ორი დღეა დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10%-ს, თუმცა 7-14 დღის მონაცემები ჯერჯერობით იმავე ფარგლებშია. შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც 7000-ით, ინფიცირებულების რაოდენობა დღესაც ბევრი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შესაძლოა შეკავდეს. მომდევნო ორ თვეში ჩვენი მთავარი სიტყვა და მოწოდება უნდა იყოს, რომ „წავიდეთ და ავიცრათ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე