ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:28 | 26.08.2021
ნანახია: 551

კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის თეა ბარამიძე მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ტრაგიკული შემთხვევა ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" მოხდა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო. ვირუსი მას 14 აგვისტოს დაუდასტურდა და იმავე დღეს ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ის ქუთაისში გადაიყვანეს. გარდაცვლილს ფილტვის 23%-იანი დაზიანება ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე