მოზრდილი მოსახლეობის 11.6%-ი სრულად COVID-ვაქცინირებულია

საქართველო, თბილისი - 11:08 | 26.08.2021
ნანახია: 432

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 11.6%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 065 848 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 734 112 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.7%.

სრულად ვაქცინირებულია 331736 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.6%.

25 აგვისტოს აიცრა 26 700 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე