საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 12:43 | 19.08.2021 ნანახია: 726
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას კვლავ განაგრძობს. ბანკის ჩართულობით, „Chevening“
-ის 2022-2023 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად დაუფინანსებს.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან მოყოლებული, უკვე 17-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით.
2022-2023 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2021 წლის 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.chevening.org/scholarship/georgia/
“Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სწავლის გაგრძელება გაერთიანებულ სამეფოში სურთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 20-მდე ქართველ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებებში. “Chevening”-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის მიიღონ უნიკალური გამოცდილებები და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „Chevening“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42,000-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება სასურველი მიმართულებით. „Chevening“ ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უჭერს მხარს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















