საუკეთესო მომენტი თქვენი ავტომობილისთვის - “თეგეტა მოტორსის” ფასდაკლებები აგვისტოში
საქართველო, თბილისი - 17:40 | 17.08.2021 ნანახია: 869
თუ თქვენი ავტომობილისთვის ჯერ კიდევ ვერ მოიცალეთ, ახლა ამისათვის საუკეთესო მომენტია.
აგვისტო შვებულებების პერიოდია. ადამიანების უმეტესობა სწორედ ახლა მიდის დასასვენებლად. ავტომობილსაც ზუსტად ამ დროს, ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეში და მით უმეტეს, შორ გზაზე წასვლის წინ სჭირდება შემოწმება და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის ჩატარება. ნებისმიერმა მძღოლმა იცის, რომ სანამ ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრება, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ავტომობილი გამართულია, და ყველაფერი წესრიგში აქვს. დაგეგმილი სერვისის ჩატარებაც (ძრავის ზეთის შეცვლა, ფილტრების შეცვლა, გაგრილების სისტემის მოწესრიგება, კონდიციონერის სისტემის გამართვა და ა.შ.) სწორედ ამ დროსაა რეკომენდებული. ამასთან, ზუსტად აგვისტოშია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ავტომობილს კარგი ზაფხულის საბურავები ეყენოს.
ერთი სიტყვით, წელიწადის ამ ყველაზე ცხელ დროს, მძღოლმა ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს და თუკი ამისათვის დღემდე ვერ მოიცალეთ, სწორედ ახლაა საუკეთესო დრო, რადგან „თეგეტა მოტორსში“ ზაფხულის მთავარი აქციები დაიწყო - თანაც, ყველა ერთად.
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზებებით თქვენს ავტომობილს მარტივად და სხვა პერიოდებთან შედარებით, კიდევ უფრო ხელსაყრელ ფასად გამართავთ და ოჯახთან ერთად უსაფრთხოდ იმგზავრებთ. აგვისტოს თვეში, სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ყველა სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, პარასკევს, შაბათს და კვირას კი - არსებულ ფასდაკლებასთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტებზე გაორმაგებული ფასდაკლება იმოქმედებს (თეგეტა მოტორსის ბარათის ტიპის მიხედვით). გარდა ამისა, 16 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით 20%-იანი ფასდაკლება იქნება Motul-ის მარკის უმაღლესი ხარისხის ზეთებზე. თუმცა ეს ყველაფერი არ არის და რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან აქციებსა და ფასდაკლებებს:
არ დაგავიწყდეთ სალონის ფილტრი!
ზაფხულში და განსაკუთრებით აგვისტოში მძღოლი ყველაზე ხშირად იყენებს კონდიციონერს და ამ საკმაოდ ფაქიზ და კარგად მოსავლელ სისტემას ყველაზე დიდ დატვირთვებზე ამუშავებს. იმისათვის, რომ კონდიციონერმა ავტომობილის ინტერიერი იდეალურად გააგრილოს და რესურსის მაქსიმუმი გამოიყენოს, აუცილებელია, რომ სალონის ფილტრი იყოს ახალი. ეს ისეთი დეტალია, რომელიც მძღოლებს ხშირად ავიწყდებათ ხოლმე - არადა, სალონის ფილტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კონდიციონერის გამართული მუშაობისთვის, არამედ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძღოლმა და მგზავრებმა სუფთა, გაფილტრული ჰაერი ისუნთქონ.
თეგეტა მოტორსი აგვისტოს ბოლომდე სალონისა და ჰაერის ფილტრების სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.
კარგი ზაფხულის საბურავი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია
აგვისტო ზაფხულის სეზონის ყველაზე ცხელი თვეა და მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებისთვის სწორედ ამ დროსაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ავტომობილს ხარისხიანი და ახალი ზაფხულის საბურავები ეყენოს. გახსოვდეთ: ზაფხულის საბურავი სწორედ ამ დროს ავლენს შესაძლებლობების მაქსიმუმს სამუხრუჭე მანძილის მინიმუმამდე შემცირებისა და ცხელ ასფალტზე მაქსიმალური მოჭიდების თვალსაზრისით.
თქვენი უსაფრთხოებისთვის, „თეგეტა“ ზაფხულის საბურავებს აგვისტოში 79-ლარიდან გთავაზობთ. გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით, Riken-ის საბურავის შეძენისას დისკის ზომის მიხედვით მიიღებთ ფასდაკლებას. მარტივად რომ ვთქვათ: რა ზომის დისკიც აქვს თქვენს ავტომობილს, იმდენ პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძენთ საბურავს.
გარდა ამისა, 31 აგვისტოს ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ Riken-ისა და Laufenn-ის შერჩეული საბურავებიც სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის: Honda Fit - 175/65 R14 – 105 ლარი; Toyota Prius - 195/65 R15 – 119 ლარი.
ფასდაკლება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებზე
შესაძლოა, ბევრმა მძღოლმა არ იცოდეს, რომ აკუმულატორისთვის რთულ საექსპლუატაციო პერიოდად მხოლოდ ზამთარი კი არა, ზაფხულის სეზონიც მიიჩნევა, განსაკუთრებით კი აგვისტო. სწორედ ამ დროს შეიძლება იჩინოს თავი ნებისმიერმა სისუსტემ.
„თეგეტა მოტორსი“ აგვისტოში პრემიუმ ბრენდის Varta-ს აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. დამატებით კი, „თეგეტაში“ ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში 40 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებთ. ამასთანავე, შეგიძლიათ ისარგებლოთ აკუმულატორების უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისითაც.
აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ აკუმულატორი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ენერგიის წყაროა. ის მანქანას ენერგიას აწვდის მაშინ, როდესაც ძრავა გამორთულია, პირველ რიგში კი ძრავის ამუშავებაზე, ავტომობილის დაქოქვაზეა პასუხისმგებელი. აკუმულატორის რესურსი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით, 3-დან 7 წლამდეა. ამიტომ, თუ გსურთ, რომ აკუმულატორი დიდხანს გემსახუროთ, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და დიდი რესურსის პროდუქტი შეიძინოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმებული იყოს ავტომობილი, რათა გამოირიცხოს დენის ე.წ. დაკარგვა და ახალმა აკუმულატორმა სრულფასოვნად იმუშაოს.
უსასრულო გარანტია საბურავებზე, აკუმულატორებსა და ხუნდებზე
მომხმარებელი „თეგეტა მოტორსში“ სხვადასხვა პროდუქტებზე უსასრულო გარანტიას მიიღებს, რაც უპრეცედენტო შეთავაზებაა.
უსასრულო გარანტია მოქმედებს Bridgestone-ის, Michelin-ის, Pirelli-ს, Continetal-ისა და Riken-ის საბურავებზე; ასევე Varta, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე; პლუს ATE-ს, FERODO-ს და TRW-ს სამუხრუჭე ხუნდებზე. უსასრულო გარანტია გულისხმობს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, თეგეტა უსასყიდლოდ აღადგენს ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას!
მაქსიმალური კომფორტი ნებისმიერ სერვისზე
იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.
ამ შემოთავაზებების გარდა, სასურველი პროდუქციის შეძენა თეგეტას ონლაინ მაღაზიაში tegetashop.ge -ზე და დისტანციური გაყიდვების ცენტრის საშუალებით (032) 226 44 44 შეგიძლიათ, სადაც სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებებიც დაგხვდებათ, შეძენილი პროდუქცია კი თქვენთვის სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ მიიღოთ, ხოლო თბილისში კი ისარგებლოთ ექსპრეს მიტანის სერვისითაც.
დაბოლოს: თუ ფიქრობთ, რომ ავტომობილის შესამოწმებლად და დაგეგმილი თუ დაუგეგმავი სერვისის მისაღებად თავისუფალი დროის გამონახვა გაგიჭირდებათ, „თეგეტა მოტორსს“ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მომსახურება „კომფორტი“, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ავტომობილს თეგეტას პროფესიონალი პერსონალი თვითონ წაიყვანს, შეამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სერვისს ჩაუტარებს და თქვენთვის კომფორტულ დროს, თქვენთვის მისაღებ ადგილზე დაგიბრუნებთ.
„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















