საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აჭარა ტექსტილე“ წარმოებასა და დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის
საქართველო, თბილისი - 14:27 | 17.08.2021 ნანახია: 2368
საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს, ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით „აჭარა ტექსტილე“ სათარგო წარმოებას იწყებს. ეს იმას ნიშნავს რომ კომპანია, რომელიც თანამშრომლობს და სპორტულ ტანსაცმელს/ფორმებს უკერავს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა, „ლოტო”, „ნაიკი“, „ადიდასი“ ,,უმბრო“ და ,,ანდერ არმორი“ საკუთარი თარგის წარმოებას შეძლებს. ამ დრომდე სამკერვალო თარგებს თურქეთიდან იღებდა, ყოველწლიურად კი საშუალოდ 150 მლნ ლარის ნაწარმს კერავდა. ახალი საწარმოს გახსნით კომპანია შეძლებს ბიზნეს ციკლი საგრძნობლად ააჩქაროს და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია აწარმოოს.
„სათარგო საწარმოში დამატებით 200 ადამიანს დავასაქმებთ და დასაქმებულთა საერთო რაედონა 7200 მდე გაიზრდება. საწარმოში მოხდება თარგების გამზადება და მათი ჯგუფის ყველა სამკერვალო საწარმოში გადაგზავნა საბოლოო პროდუქციის შესაკერად. „აჭარა ტექსტილეს“ საქართველოს ბანკთან 10 წელზე მეტია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ბანკის თანადაფინანსებითა და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი მსხვილი ინვესტიცია ტექსტილ დარგში. კერძოდ, გაიხსნა ბობოყვათის, ფოთის და ბათუმის საწარმოები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, როცა ყველა ახალი წამოწყებისას გვერდში გიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი, როგორიც საქართველოს ბანკია“,- განაცხადა გია ლომინაძემ, აჭარა-ტექსტილე ჯგუფის დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა;
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ბიზნესს არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპზე. სწორედ ამის დასტურია ბანკისა და „აჭარა ტექსტილეს“ მრავალწლიანი პარტნიორობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანიისთვის კიდევ ერთი სტრატეგიული პროექტის ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი საწარმო კომპანიას მისცემს შესაძლებლობას საქართველოში დაიწყოს თარგების დამზადება, რითიც უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის საკუთარ ბიზნეს პროცესებს. ეს „აჭარა ტექსტილეს“ მიცემს საშუალებას, უფრო მეტი პროდუქციის შეკერვა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით გაშლილ საწარმოებში (ბათუმი, ფოთი, ბობოყვათი, რუსთავი). აღსანიშნავია, რომ კომპანიის პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გადის და ძალიან საამაყოა, რომ ცნობილი ბრენდების და სპორტსმენების მაისურებზე წარწერა - Made in Georgia-ში, საქართველოს ბანკსაც აქვს თავისი მოკრძალებული წვლილი შეტანილი“,- განაცხადა გიორგი გალოგრემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ.
ბათუმის სათარგო საწარმოს მშენებლობის პროექტის ჯამური ბიუჯეტი 10 მლნ ლარია და ის სრულად ბანკის მიერ არის დაფინანსებული.
პოლიტიკა
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
- მიუსაფარი ძაღლების თემა ძალიან სენსიტიურია და მისი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - კახა კალაძე
საზოგადოება
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
მსოფლიო
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
- ტრამპის განცხადება პასუხსაც არ იმსახურებს - ემანუელ მაკრონი
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















