მეხუთე წელია, რაც ამ გუნდისთვის რაღაცეებს ვაკეთებთ და ასეთი ემოცია არ მქონია“ - თეგეტას მხარდაჭერა „სოხუმს“
საქართველო, თბილისი - 13:14 | 10.08.2021 ნანახია: 1205
5 წელიწადზე მეტია, რაც ზუგდიდში პატარა სპორტსმენებს სარაგბო კლუბი "სოხუმი" აერთიანებს. სხვადასხვა ასაკის მოზარდები კვირაში სამჯერ იკრიბებიან და მონდომებით ვარჯიშობენ. "სოხუმში" მეტწილად აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შვილები ირიცხებიან, რის გამოც თავის დროზე შესაბამისი სახელწოდება გუნდის შექმნის ინიციატორებმა, ლევან ჯობავამ და დავით დგებუაძემ შეარჩიეს.
"ამ გუნდში ვარჯიში არის სრულიად უფასო, ფორმა, ტრანსპორტი, თამაშებზე ტარება, შეკრებები. ჩვენი ამოცანა და გუნდის მთავარი იდეა არის ის, რომ ბავშვები ჩვენი ხელშეწყობით ჩაერთონ ჯანსაღ ცხოვრების წესში, არამარტო სპორტული, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც. საბოლოო ჯამში კი მივიღოთ ის, რომ რაგბის გუნდი "სოხუმი" კი არ ზრდიდეს რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშეს - ზრდიდეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს, რომლებიც რაგბისაც კარგად ითამაშებენ", - ამბობს კლუბის ხელმძღვანელი ლევან ჯობავა.
წლიდან წლამდე "სოხუმის" დამფუძნებლებს კლუბის არსებობისთვის საჭირო ფინანსების მობილიზება სხვადასხვა ხერხით უწევთ. თავდაპირველად ახალგაზრდა სპორტსმენებს ასეთ მხარდაჭერას რამდენიმე კერძო პირი და კომპანია უწევდა, ასევე, პროცესში ჩართული იყო საქართველოს რაგბის კავშირიც, თუმცა ბოლო წლებში კლუბი, ძირითადად, გულშემატკივრების შემოწირულობებით არსებობს. თანხა მოზარდების ფორმებზე, საკვებზე, საჭირო ინვენტარსა და შეჯიბრებებზე ტრანსპორტირებისთვის იხარჯება. ასევე გათვალისწინებულია 2 მწვრთნელის ხელფასიც.
"პირველ წელს, 1 კომპანიის და 3 კერძო პირის შემოწირულობებით არსებობდა, მეორე წელს 3 კომპანიის თანადაფინანსებით შეიკრა ეს თანხა. მესამე წელს დიდი ნაწილი თანხის იყო ხალხის შემოწირულობები, გვეხმარებოდა რაგბის კავშირი, რომლის ჩართულობაც სულ იყო ჩვენი გუნდის ამბებში. 2019-2020 წლის ბიუჯეტი ჩვენ შევაგროვეთ, თუმცა პანდემიის გამო რაც დატრიალდა ყველამ ვიცით და ისე მოვახერხეთ, რომ 2021 წლის ივლისის ჩათვლით ვიმყოფინეთ ეს თანხა. დავზოგეთ ტრანსპორტირების და კვების ხარჯი, მოვახერხეთ მწვრთნელებისთვის არ შეგვეჩერებინა ანაზღაურება. ახლა გაგვიმართლა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია დაინტერესდა, ადამიანებიც შემოუერთდნენ ამ ამბავს და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მათი ნდობის გამართლება და გავამართლებთ კიდევაც", - გვიყვება ლევანი და რამდენიმე დღის წინ მომხდარ სასიხარულო ამბავსაც გვიზიარებს.
"როდესაც მწვრთნელებთან ერთად დავთვალეთ მომავალში რა გვჭირდებოდა, ეს კი იყო ასაკობრივი შევსება, რაც ხარჯებს ზრდიდა, გამოვიდა დაახლოებით 38 000 ლარი. ვიცოდით, რომ პატარა საქმესთან არ გვიწევდა შეჭიდება და შემზადებულები ვიყავით, რომ ამ თანხის შეგროვება ძალიან გაიწელებოდა. კამპანიის დაწყებიდან 22- ე დღეს მირეკავს ტელეფონი, თაკო "თეგეტა ტრაქ ენდ ბასიდან" მეუბნება, რომ გაიგო ჩვენს შესახებ და კომპანია იღებს პასუხისმგებლობას "სოხუმის" სპონსორობის მიმართულებით. მეხუთე წელია, რაც ამ გუნდისთვის რაღაცეებს ვაკეთებთ და ასეთი ემოცია, შემთხვევა არ მქონია. გავჩუმდი, ცოტა ხანი გავშეშდი და მერე მივხვდი, რომ პირველი აუცილებლად რაც იყო უნდა მეთქვა, იყო მადლობა".
"თეგეტა თრაქ ენდ ბასის" წარმომადგენლები ზუგდიდშიც ჩამოვიდნენ და ნორჩი მორაგბეების ვარჯიშს დაესწრნენ. კომპანიის სატვირთო, ავტობუსებისა და სპეც.ტექნიკის მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელის თამარ კიკნაძის თქმით, კომპანიისთვის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
"მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით ზუგდიდში, რაგბის კლუბ "სოხუმის" მხარდასაჭერად. "თეგეტა ტრაქ ენდ ბასი" ჩაერთვება ყველა აქტივობაში ერთი წლის განმავლობაში, კლუბის ფინანსური მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი. ძალიან გვიხარია, რომ ამ სპორტის და ზოგადად მოზარდების მხარდამჭერი ვიქნებით ჩვენ და მათ სპორტულ განვითარებაში წვლილს შევიტანთ. "თეგეტა ჰოლდინგი" არის ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია და ესეც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა", - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
"სოხუმის" კიდევ ერთი დამფუძნებელი და მწვრთნელი დავით დგებუაძე მიიჩნევს, რომ სპორტულ განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია აღსაზრდელების არაფორმალურ განათლებაზე ზრუნვაც.
"ხშირად გვიწევს გამეორება, რომ რაგბი არის ოჯახი, ამ გუნდში კი მართლა იგრძნობა ის სიტუაცია, რასაც მეგობრობა და ოჯახი ჰქვია. გვჯერა, რომ ურთიერთობები, რომელიც ჩამოუყალიბდათ ბიჭებს გაგრძელდება წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ის, რომ ბიჭები იყვნენ მხოლოდ კარგი სპორტსმენები, ამასთან ერთად აუცილებელია ის მინიმალური განათლება, რომელიც სჭირდება მათ სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებაში, რადგან ამ თაობამ უნდა ააშენოს უკეთესი მომავალი, უკეთესი საქართველო. გვქონდა პრობლემა დაფინანსებასთან დაკავშირებით, გამოჩნდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბას", რომელმაც მთლიანად უზრუნველყო ჩვენი გუნდის დაფინანსება და ეს ნიშნავს, რომ ეს ბიჭები იარსებებენ, ერთად იქნებიან, ჩამოაყალიბებენ შეკრულ, ერთიან გუნდს რომელიც განვითარდება, რომელიც უკეთეს საზოგადოებას ააშენებს და მე ამის ღრმად მჯერა".
ახლა ახალგაზრდა სპორტსმენები მეტი სტიმულითა და უფრო დიდი მონდომებით განაგრძობენ ვარჯიშს, მათი მთავარი მიზანი სპორტული წარმატებების მიღწევაა, რაშიც მორალურთან ერთად უკვე ფინანსურ მხარდაჭერასაც გრძნობენ.



წყარო: რადიოათინათი
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















