"დაიწყე კარიერა თეგეტაში" - შანსი სამსახურის მაძიებლებისთვის
საქართველო, თბილისი - 11:57 | 04.08.2021 ნანახია: 977
თვენახევარი სწავლა, შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება და დასაქმება
– ეს ის მარტივი ფორმულაა, რომელსაც "თეგეტა მოტორსი" კამპანიის - "დაიწყე კარიერა თეგეტაში" ფარგლებში დასაქმების მსურველებს სთავაზობს.
დასაქმების მსურველებმა უნდა იჩქაროთ, რადგან რეგისტრაციის ვადა 7 აგვისტოს იწურება.
თეორიული კურსი, რომელიც თვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება, 15 აგვისტოს იწყება. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აპლიკანტები ანაზღაურებად პრაქტიკულ სტაჟირებაზე გადავლენ, სადაც საბაზისო ცოდნას მიიღებენ ავტომობილის აგებულების შესახებ, შეისწავლიან კომპანია "თეგეტა მოტორსის" პროდუქტებსა და შიდა პროგრამებს. ანაზღაურებად სტაჟირებას ისინი თბილისში მდებარე ფილიალებში გაივლიან.
სწავლის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" გაყიდვების ობიექტებსა და სერვისცენტრებში კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციებზე.
ნათიკა ბერძული, "თეგეტა მოტორსის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველასთვის, ვინც სამსახურს ეძებს. თეგეტას დასაქმების პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს შანსს გახდეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის გუნდის წევრი და თავადაც შეიტანოს წვლილი იმ კონტრიბუციის შექმნაში, რასაც დღეს "თეგეტა" საქართველოს ეკონომიკისთვის აკეთებს. ეს პროექტი, ზოგადად, კომპანიის მხრიდან სრული მზაობაა, ხელი შეუწყოს დაინტერესებულ ახალგაზრდებს განვითარებაში და ეს პრაქტიკა თეგეტაში დიდი ხნის წინ დაინერგა. კარიერის საწყის საფეხურზე ამ ვაკანსიებზე დასაქმებული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი დღესაც განაგრძობს წინსვლას კომპანიაში".
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მაგალითია მიშა მიქაელიანი, რომელმაც კარიერა თეგეტაში 2014 წელს დაიწყო.
"თავიდან, რა თქმა უნდა, არ არის ძალიან მარტივი, მაგრამ, თუ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხარ, "თეგეტა" განვითარების ყველა შესაძლებლობას გაძლევს. აქ იზრდები და ვითარდები კომპანიასთან ერთად. ამიტომაც საჭიროა შრომა და შენი საქმისადმი ერთგულება", - ამბობს მიშა მიქაელიანი, რომელმაც საცხებ-საპოხი მასალების კონსულტანტიდან "თეგეტა პრაიმ ფროდაქსის" დირექტორის მოადგილის პოზიციამდე კარიერული საფეხურები, რამდენიმე წელიწადში გაიარა.
"თეგეტა მოტორსი", როგორც ჰოლდინგი, იმდენად სწრაფად მზარდია, რომ მუდამ საჭიროებს ახალ კვალიფიციურ კადრებს. შრომის ბაზარზე ასეთი კადრების დეფიციტი გახდა "თეგეტა აკადემიის" შექმნის საფუძველი და 2013 წლიდან აწვდის კომპანიას კარგად მომზადებულ კადრებს.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული კურსდამთავრებულია ნინო ჯაყელი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიარა "თეგეტა აკადემიის" კურსი და უკვე გაყიდვების კონსულტანტია საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით.
"ვისაც უყვარს ყოველდღე სწავლა, გამოწვევებთან გამკლავება, ამბიციურები და მებრძოლები არიან, მაშინ მათი ადგილი ნამდვილად არის "თეგეტა მოტორსში", - ამბობს ნინო.
მისივე თქმით, "თეგეტა მოტორსში" ყოველდღე რაღაც ახალს გასწავლიან: "დილით რომ მოვდივარ სამსახურში და საღამოს სახლში ვბრუნდები, ვხვდები, რომ ძალიან ბევრი ვისწავლე დღის განმავლობაში. ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც არ უნდა იმუშაო, ყოველდღე ახალს სწავლობ და ყოველდღიურად ვითარდები".
დასაქმების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე სამსახურის მაძიებლებს. ასე რომ, დაიწყეთ კარიერა "თეგეტაში".
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 21,9% უმუშევარია, "თეგეტა" ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, თავიანთი გატაცებები ავტოინდუსტრიის სფეროში რეალობად აქციონ. ეს სფერო რომ პერსპექტიულია, ამას თავად "თეგეტა მოტორსის" განვითარების ისტორიაც მოწმობს.
"თეგეტა მოტორსის" შესახებ: თეგეტა ჰოლდინგი, რომელიც დღეს 25-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, 26 წლისაა 1995 წელს დაფუძნებული ბიზნესი დღეს საერთაშორისო კომპანიაა. "თეგეტას" აქვს მომსახურების ცენტრები სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას მსოფლიოს 4 კონტინენტზე ახორციელებს.
2012 წლიდან "თეგეტა მოტორსი" Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში. ის ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ გერმანულ ბრენდ "პორშეს", შვედურ საავტომობილო გიგანტ "ვოლვოს" და იაპონურ "ტოიოტასა" და "მაზდას".
მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით "თეგეტა მოტორსის" ექსკლუზიური პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: "მანი", "ჯეი-სი-ბი", "ჰინო" და სხვები.
"თეგეტა ჰოლდინგი", 3000-მდე დასაქმებული თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. "თეგეტა ჰოლდინგის" ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















