საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID- ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:47 | 03.08.2021
ნანახია: 772

საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID- ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა.

 

სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.

ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე