ავღანელმა სამხედროებმა ”თალიბანის” 17 მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 04.02.2016
ნანახია: 1759

ავღანეთში კუნდუზის პროვინციაში სამხედრო ოპეარციისას ”თალიბანის” 17 მებრძოლის ლოკვიდაცია განხორციელდა.

ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო ოპერცია მანამდე მებრძოლების მხრიდან სამხედროებზე მომხდარი თავდასხმის საპასუხოდ ჩატარდა.

ავღანეთში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან გამწვავდა. ”თალიბანისა” და ბოლო დროს ქვეყანაში გააქტიურებული ”ისლამური სახელმწიფოს”მებრძოლები ერთმანეთს სამ პროვინციაში გავლენის მოპოვებაში ეცილებიან. ამ დროისათვის თალიბები სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ ქაბულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ღაზნის დასაკავებლად.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე