ისრაელმა საქართველოს "წითელ სიაში" შეყვანა გადადო

საქართველო, თბილისი - 22:16 | 27.07.2021
ნანახია: 430

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა გადადო კენჭისყრა იმ ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოების შესახებ, სადაც მოგზაურობა ისრაელის მოქალაქეებისთვის უნდა შეზღუდულიყო. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ქნესეთის კომიტეტის თავჯდომარემ მთავრობას, ისრაელში იზოლაციის მთხოვნების აღსრულებასა და სპეციალური ნებართვების მისაღებად საჭირო ზომების ეფექტურობასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებები მოსთხოვა.

"შეუძლებელია, აკრძალული ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოება მანამდე, ვიდრე ისრაელში არ განისაზღვრება შესაბამისი ზომები, აღსრულების მექანიზმები და მათი ეფექტურობის მაჩვენებლები", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ისრაელის მიერ ფორმირებულ "წითელ სიაში" ამჟამად შედიან არგენტინა, ბელარუსი, ბრაზილია, ინდოეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, რუსეთი, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა და უზბეკეთი.

შეგახსენებთ, ისრაელი 30 ივლისიდან "წითელ სიაში" დიდი ბრიტანეთის, საქართველოს, კვიპროსისა და თურქეთის შეყვანას გეგმავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე