ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 31 დაშავდა, არიან დაკარგულები

საქართველო, თბილისი - 21:50 | 27.07.2021
ნანახია: 850

გერმანიის ქალაქ ლევერკუზენის „ქიმიური პარკის“ ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა, დაკარგულია ხუთი თანამშრომელი, მათი ძებნა ამ დრომდე გრძელდება. პარკის ხელმძღვანელობის განაცხადებით, მძიმედ დაშავდა 31 ადამიანი.

პოლიციის თანახმად, აფეთქება ნარჩენების ცენტრში მოხდა.

აფეთქების შემდეგ ქალაქი ჭვარტლით დაიფარა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები, არ გააღონ ფანჯრები და კარი.

მოსახლეობის დაცვის და კატასტროფების სამაშველო სამმართველომ მომხდარი შეაფასა, როგორც „განსაკუთრებით სახიფათო“.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე