სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული Covid-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

საქართველო, თბილისი - 20:39 | 27.07.2021
ნანახია: 499

ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე